საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მინი ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
თევზუკები
საათი
FACEBOOK
მთვლელები
www.wsa.ge
მთავარი » ფაილები »

შენ დაგინახავს.....
2011-07-15, 3:08 PM
შენ დაგინახავს მინებიდან ლამპიონები?
ან სასთუმალთან ჩამომჯდარი შვილმკვდარი დედა.
ჩემთვის ძვირფასო, ახლა თოვლი პანაცეაა
და ჭაობია ეს თვალები,რომელსაც ხედავ.

შენ დაგინახავს სისხლიანი თითებით ბავშვი?
საღამოს პირას ეზოში,რომ უკბინა ძაღლმა.
ჩემთვის ძვირფასო, ახლა თოვლი მართლა შვებაა.
არ შეიძლება მოვიყვანოთ როგორმე ძალად?

შენ დაგინახავს დახუჭული თვალებით ზეცა?
ან ხელისგულით შეგიგრძვნია ნოტიო მიწა?
და ღამე ღრუბლის ერთ ბოლოს,რომ შუაზე კეცავს
შენ მაშინ წევხარ, გულის მხარეს, მე მიცდი. გღვიძავს

და არაფერი აღარ არის არც ღამე , და ა/წ
თებერვლის თვიდან სხვანაირი სუნი აქვს ნიავს.
შენ თმებში მინდა,რომ თითებით სიმშვიდე დავწნა.
ჩვენ ერთმანეთი დავინახეთ,ვიწამეთ,გვიყვარს.

შენ დაგინახავს მინებიდან ლამპიონები?
ან სასთუმალთან ჩამომჯდარი შვილმკვდარი დედა
ჩემთვის ძვირფასო ახლა თოვლი პანაცეაა
და ჭაობია ეს თვალები,რომელსაც ხედავ.
კატეგორია: | დაამატა: lover
ნანახია: 638 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]