საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მინი ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
თევზუკები
საათი
FACEBOOK
მთვლელები
www.wsa.ge
მთავარი » ფაილები »

უმალაზესი ლექსია ...
2011-07-19, 10:50 AM
მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.

ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა,
ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე,
სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა,
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.

ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან,
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.

შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი, უნდა მოვიხადო როგორც სახადი.

ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,
ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.

გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.

იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთები,
იქნება ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი, მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები.

ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან,
შემოდგომაა... და ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.

მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი...
კატეგორია: | დაამატა: gogatika
ნანახია: 978 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]