საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მინი ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
თევზუკები
საათი
FACEBOOK
მთვლელები
www.wsa.ge
მთავარი » ფაილები »

უმარცვლო ლექსის გზააბნეულ მარცვალთა შორის
2011-07-15, 3:01 PM

რამდენი სევდა, სიყვარული, ფიქრები ანდა
ტკივილი ვნახე და მეწვოდა ხელმარცხნივ გული.
ღმერთის საკუთარ მე-ზე ძლიერ არასდროს მწამდა.

მტკიოდა მაშინ, როცა გარეთ ვსუნთქავდი co-ს.
ახალდაგებულ ასფალტზე,რომ ფეხშველა ბავშვი
დატანტალებდა,უკეთესი ბედი მე მერგო.
(და მკვდრისფერ ცაზე აგვისტოს მზე ბოლოჯერ იშვა.)

მტკიოდა კიდევ,არც მტკიოდა ამ ბოლოს რადგან:
ისე უჭერდნენ მარწუხებით ჰემის სფეროებს.
ვფიქრობდი ვეღარც, და ბუნებით საკმაოდ ამტანს
წელში მომხრიან, თუ განაჩენს არ შევებრძოლე.

მე მიხაროდა როცა დედა მიცხობდა ქადას.
ბუხრის წინ ,როცა ვკითხულობდი საყვარელ წიგნებს.
შემოდგებოდა მამაჩემი ჩვენ სოფლის ქედზე
და თოფობანას ვთამაშობდით.ღელესთან იქვე.

მაშინ ვსუნთქავდი ყველა გოჯით და ყველა აკრით.
როდესაც შავ ზღვას აჩვენებდნენ ტიროდა ბებო.
მე ვერ გამეგო.თუ რატომ და ვკითხავდი არც კი.
ვუჯექი გვერდით.და ვცდილობდი როგორმე მეგრძნო.

რას განიცდიდა ბებო, როცა ფურცლავდა ყვითელ
ქაღალდებს, მერე მიხუტებდა გულმკერდში მაგრად .
ახლა ოცი წლის ახალგაზრდა აფხაზეთს ვითმენ.
და მე თუ არა ჩემი შვილი იქ მაინც ჩავა.
კატეგორია: | დაამატა: lover
ნანახია: 674 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]